ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა - BBC
1746565193
საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს“ მცველი გრიგოლ ჩაბრაძე კარიერას ირანში, „ზობ აჰანიი“ უკვე მეორე წელია აგრძელებს. ის ირანულ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა.
ჩაბრაძე „საბურთალოს“ აღზრდილია და თბილისურ გუნდში 2013–2019 წლებში თამაშობდა. 2020 წელს იჯარით „თელავში“ გადავიდა, 2021 წლის იანვრში კი – ბათუმის „დინამოში“. იყო საქართველოს 17, 19 და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრი.
ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში, პირველად 2021 წლის 25 მარტს, შვედეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში ითამაშა. მას შემდეგ „ჯვაროსნების“ რიგებში ცხრა მატჩი ჩაატარა.
გრიგოლ ჩაბრაძეს ჰყავს მეუღლე, ნუცა ბატკუაშვილი, რომელიც მათ სიყვარულსა და ირანში ცხოვრებაზე „პრაიმტაიმს“ ესაუბრა.
- ნუცა, თქვენზე მოგვიყევით, რას საქმიანობთ?
- მაქვს ჩემი პირადი პატარა ბიზნესები, ახლო მომავალში ვაპირებ გაფართოებას და „ბიუთი“ სივრცის შექმნას.
- როგორ გაიცანით ერთმანეთი?
- ერთმანეთს სკოლიდან ვიცნობდით, ჩემი მეგობრის მეგობარი იყო. ერთხელ შემომთავაზა მეგობარმა, რომ გავყოლოდი ნაკრების 21-წლამდელთა თამაშზე, სწორედ იქ გადავიკვეთ ისევ ერთმანეთს და იქიდან დაიწყო ყველაფერი. უკვე 5 წელია, რაც ქორწინებაში ვართ, 5 წელი შეყვარებულები ვიყავით.
- გრიგოლის თვისებებზეც მოგვიყევით.
- ვიტყვი, რომ ძალიან გამიმართლა მასში, "ჩაბრას" იცნობენ ჯერ როგორც ადამიანს და შემდეგ სპორტსმენს. უზომოდ კეთილი და ჰუმანური ადამიანია. ყველას ეხმარება როგორც შეუძლია.
- ძნელია ფეხბურთელის ცოლობა?
- ძალიან რთულია ფეხბურთელის ცოლობა, რადგან მუდმივად მასზე ხარ დამოკიდებული და არ იცი სად მოგიწევს ცხოვრება, მაგრამ ნელ-ნელა ამ ყველაფერს ეგუები.
- ნუცა, როგორც ვიცი ირანში ცხოვრობდი , მოგვიყევი იქაურ ცხოვრებაზე
- ძალიან ისტორიული და ძველი ქალაქია, სადაც ვცხოვრობდით. "ჩაბრა" ამჟამადაც იქ არის. ქალებისთვის იქ ცხოვრება ძალიან რთულია. ქალები შებოჭილები არიან. ჩემთვის ამ ყველაფრის გადატანა და გააზრება რთული იყო. 1 წელი ვიცხოვრე იქ და ბოლოს მივიღე გადაწყვეტილება ჩამოვსულიყავი დედაქალაქში. იქ კონტაქტიც უჭირთ, რადგან არ იციან ინგლისური, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ სტუმარმასპინძლობა უყვართ.