საქართველოს პრეზიდენტმა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც აქტუალურია საქართველოსთვის - აქტუალურ საკითხად რჩება რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია - მაკა ბოჭორიშვილი

მაკა ბოჭორიშვილი

გაეროს გენერალურ მდივანთან მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეაფასა.

ბოჭორიშვილის თქმით, პრეზიდენტმა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც აქტუალურია საქართველოსთვის.

"საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომელიც აქტუალურია საქართველოსთვის. გვქონდა შეხვედრა გენერალურ მდივანთან და მასთან ერთად ვისაუბრეთ ხედვებზე, თუ როგორ ხედავს საქართველო, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლობიანი წევრი, იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს ამ ორგანიზაციის ფარგლებში, თუ როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი სამშვიდობო პროცესებს.

საქართველოსთვის აქტუალური საკითხი, რომელიც რჩება, ეს არის რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების როლი, თუ როგორ უნდა გადავდგათ ნაბიჯები კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისკენ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.