9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1758831403
მიხეილ ყაველაშვილს გაერო-ს ასამბლეაზე გამოსვლისას სწორი აქცენტები ჰქონდა, ხაზი გაუსვა მშვიდობას, რომელიც ყველაზე დიდი დილემაა მსოფლიოში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, საქართველოს ეროვნული ინტერესები ყოველთვის პრიორიტეტული იქნება.
„პრეზიდენტის გაერო-ში გამოსვლის კრიტიკა აბსოლუტურად უსაფუძვლოა. მან ოკუპაციაზე ისაუბრა და რა მნიშვნელობა აქვს, სიტყვა „რუსეთს“ დაამატებდა თუ არა. მთელმა მსოფლიომ იცის, ჩვენი ქვეყნის 20% ვის აქვს ოკუპირებული. მან უკრაინას ყველანაირად დაუჭირა მხარი, მორალურად, პოლიტიკურად. აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხის გვერდით დგას. ვინ ეომება უკრაინას, ეს ყველამ კარგად იცის. ისიც ნათელია, ეს მხარდაჭერა ვის საწინააღმდეგოდაა. კრიტიკა უსაფუძვლოა და რაღაც ბავშვური, გამოგონილი ნარატივებია. რაც შეეხება, გამოსვლას, აბსოლუტურად სწორი აქცენტები იყო. რა თქმა უნდა, მან მშვიდობას გაუსვა ხაზი. მშვიდობა ყველაზე დიდი დილემაა მსოფლიოში. მან განაცხადა, რომ ქართული სახელმწიფო მზად არის და ღიაა ურთიერთობის საკითხში, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ყოველთვის პრიორიტეტული იქნება. საქართველოს მისამართით ზემოდან ყურებას და თითის ქნევას ვერ ავიტანთ, რადგან საერთაშორისო სამართალი თანასწორობის პრინციპზეა აგებული“, – განაცხადა შარმანაშვილმა.