23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840
"ჩემი მოსმენა ხომ უჭირდათ, ახლა დროა ბატი ბუტი მოვიმარაგო და მარიამის გამოსვლების მერე, რეაქციებს ვადევნო თვალი. ვიცი, ჩემს სათქმელსაც ეს იტყვის", - წერს პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში და ინტრიგას აგდებს.
როგორც გავარკვიეთ, ინტრიგა შემდგომშია - სულიერი მოძღვრის ქალიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნა და აქტივობებს გეგმავს.
პეტრე კოლხი "პრაიმტაიმის" მკითხველს ქალიშვილის გეგმებზე ესაუბრა და მას ღია მხარდაჭერა გამოუთქვა.
პეტრე კოლხი: - მარიამმა და მისმა თანამოაზრეებმა სტუდენტური პოლიტიკური მოძრაობა დააფუძნეს. აქტიურადაა ამ ორგანიზაციის საქმიანობაში ჩაბმული.
მარიამს არ უყვარს მისი საქმიანობის გახმოვანება და აფიშირება, მაგრამ მე ამ ახალგაზრდების აქტიურობიდან გამომდინარე, თავს უფლებას ვაძლევ, გითხრათ: რომ ეს ის ახალგაზრდები არიან, რომლებმაც საქართველო-რუსეთის საზღვართან, რუსების გადმოსვლა გააპროტესტეს და იქვე ბანერებით აქცია მოაწყვეს.
გუშინ და დღეს იმ სტუდენტის მდგომარეობას აპროტესტებდნენ, რომელიც განსხვავებული აზრის გამო, რექტორმა უნივერსიტეტიდან მხოლოდ იმიტომ გარიცხა, რომ ამ სტუდენტმა მისთვის მიუღებელი პოსტი განათავსა სოციალურ ქსელში.
აქვთ გამოსვლები და იბრძვიან ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ. სერიოზული გეგმები აქვთ. მომწონს მათი შემართება, გულწრფელობა, ღიად ვუცხადებ მხარდაჭერას და მათ გვერდით ვიქნები. ვგეგმავ ერთხელ ოფისში მივიდე მათთან, გავეცნო იდეებს და სამომავლო გეგმებს.
ვიცი, რომ საოკუპაციო ხაზთან უნდა მივიდნენ, ექნებათ რუსეთის საწინააღმდეგოდ გამოსვლები. ყოველგვარ უსამართლობას და უმსგავსობას გააპროტესტებენ.
მამაზე მეტად აქტიური იქნება. მე ბევრი რამ მიშლის ხელს, რომ ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. მარიამი ამ კლიშეებისგან სავსებით თავისუფალია.
მე აუცილებლად ვიქნები მისი მხარდამჭერი. მარიამის თაობამ იგრძნო თავისუფლების სურნელი რაც არის. ზუსტად იციან, რომ რუსეთი მეგობარი სახელმწიფო არასდროს ყოფილა და რომ ის - ოკუპანტია. მათ არ ეშინიათ რუსეთის დამყაყებული პოლიტიკის, რადგან მათ საბჭოთა სისტემა არ შეხებიათ. ესენი ევროპულ ღირებულებებზე გაზრდილი მოზარდები არიან.
გეტყვით, რომ სასწაული დედაა. ორი წლის ზუც დაჰყავს აქციებზე. შვილმა იმდენად მეტი მოტივაცია მისცა, რომ კიდევ უფრო მეტად მოინდომა, რომ ყველაფერი ძალიან მაგრად გააკეთოს. რადგან იცის, რომ ეს მისი შვილის მომავალს ყველაზე მეტად სჭირდება.
ამდენად, ჩვენკენ ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ ცურვაა...
23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732302840
საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
1732302170