გეხვეწებით, გთხოვთ, ეს სიხარული მაინც შევირგოთ და ამ ბავშვს... - რას ამბობს პეტრე კოლხი ხვიჩა კვარაცხელიაზე

მამა პეტრე კვარაცხელია

როცა ხვიჩა თამაშობს, ვუყურებ, ბურთს არა, ხვიჩას ვუყურებ და ბედნიერი ვარ… ის ჩემი ჯიშის და გვარის შვილია…,- ასე ეხმიანება პეტრე კვარაცხელია იგივე პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში ქართველი ფეხბურთელის საერთაშორისო წარმატებას. პეტრე კოლხი ხვიჩასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ არ ვატკინოთ გული უაზრო რეპლიკებით ახალგაზრდა ფეხბურთელს.

„აქ კვარას ნაჩუქარი მაისური მაცვია… გეხვეწებით, გთხოვთ, ეს სიხარული მაინც შევირგოთ და ამ ბავშვს გული არ ვატკინოთ, უაზრო, არაფრის მომცემი რეპლიკებით… ხვიჩა სანამ წავიდოდა, ვუთხარი, ვერ ვიტან ფეხბურთს, რა ვქნა, შენი ხათრით შევიყვარებ, მეთქი… არ ვიცი, რამდენად შემიყვარდება, მაგრამ როცა ხვიჩა თამაშობს, ვუყურებ, ბურთს არა, ხვიჩას ვუყურებ და ბედნიერი ვარ… ის ჩემი ჯიშის და გვარის შვილია… ყველა მოგებაზე და ყველა „გოლზე“ მეტად ეს მახარებს… მეტი რა გააკეთოს ამ პატარა წალენჯიხამ, მეტი რა ქნას… ასე გიკრავთ გულში ყველას, როგორც ხვიჩა ჩავიკარი, ვისაც საკუთარი ერის, ხალხის წარმატება უყვარს და უხარია… ხვიჩა არაფერ შუაშია, ის დღეს მთელ საქართველოს წარმოადგენს და ეს არის ჩემთვის ევროპაც და მეტიც!..“, – წერს პეტრე კოლხი.