პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე სულ ცოტა ხნის წინ მესამე შვილის მამა გახდა. ნიცა 8 აგვისტოს, „იმედის“ კლინიკაში დაიბადა.
ლაშას და მის მეუღლეს, ანუკი დემურიას კიდევ 2 ქალიშვილი, მარიამი და ელენე ჰყავთ.
როგორი მამაა ყველაზე ძლიერი მამაკაცი საქართველოში - ძალოსანი „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად ესაუბრა.
„როცა გავიგე, რომ მესამეც გოგოა, ძალიან დიდი სიხარული იყო. მინდა ყველას ვუთხრა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, გოგო იქნება თუ ბიჭი, მთავარია უფალმა ჯანმრთელი ბავშვი გვაჩუქოს. ალბათ, გოგოს უფრო მეტი სიყვარული აქვს, ვიდრე ბიჭს.
ბავშვების აღზრდის პროცესში აქტიურად ჩართვას ვერ ვახერხებ, იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად, შეკრებებზე მიწევს ყოფნა. ის თავისუფალი დრო, რაც მაქვს, ვცდილობ, რომ ოჯახში ვიყო და ბავშვებს ყურადღება მივაქციო.“ - ამბობს ტალახაძე.