პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მშვიდი, გაწონასწორებული ნერვების მქონე, ყველა დროის ყველაზე ძლიერი ადამიანი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე, საჩხერეში დაიბადა და გაიზარდა.
დღეს ლაშა მესამე შვილს ელოდება და როგორც მისი მეუღლე, ანა დემურია ამბობს, ის საკმაოდ კარგი მამაა, მოსიყვარულე ქმარი...
გტავაზობთ მცირე ამონარიდს ლაშას ინტერვიუდან, რომელიც „თბილისელებმა“ ჩაწერა.
– გიყურებ და ვფიქრობ: მსოფლიოში უძლეველი ადამიანის ტიტულის მქონე ადამიანს, ალბათ, არაფრის შიში არ აქვს. ასეა თუ ვცდები?
– ასეც არ არის (იცინის). ბავშვობიდან სიმაღლის შიში მაქვს. მეოცე სართულზე მიწევდა ცხოვრება და იმდენად მეშინოდა, აივნიზე ვერ გავდიოდი (იცინის).
– ძალიან მორწმუნე ადამიანი ხარ. მართალია, რომ შეჯიბრებაზე წასვლისას, ერთი ჩემოდანი ხატები მიგაქვს?
– სადაც მივდივარ, ყველგან დამაქვს ხატები. შეჯიბრებაზე თუ მივდივარ, მართლა ბევრი მიმაქვს, „ზბორებზე“ – ცოტა ნაკლები. მეგობრები დამცინიან ხოლმე – ლაშა თავისი ეკლესიით დადისო (იცინის). ჩემპიონატების წინ, ყოველთვის მივდივარ უწმინდესთან დასალოცად. თუმცა, ბოლო დროს, პანდემიიდან გამომდინარე, არ მინდა, შევაწუხო ან მის ჯანმრთელობას საფრთხე შევუქმნა და თავს ვიკავებდი.