„ენი მამარდაშვილი“ - გიორგი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს
1732306288
27 წლის მინურე მუსტაფაევა „უმიდის ფონდის“ დამფუძნებელია. 3 წელია, რაც საქართველოში მცხოვრებ ხელმოკლე ოჯახებს ეხმარება. „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ მისი ინიციატივით, აფრიკაში, კამერუნში საქართველოს სახელით ჭა გაკეთდა.
„ის, რაც მთელი გულით გინდა, საბოლოოდ ახდება, იცოდე. ღმერთი გიღიმის“, - ამბობს მინურე, რომელიც გარდა წყლისა, აფრიკელებს საარსებოდ საჭირო პროდუქტისა და ნივთების არ ქონის პრობლემასაც უგვარებს.
„1 თვის წინ აფრიკაში, კამერუნში საქართველოს სახელით ფული გავგზავნეთ და ჭა გააკეთეს. ქართველების სახელით ეს უკვე მეორე ჭაა, ერთი თვის შემდეგ მესამეც გაიხსნება. ვფიქრობთ, რომ 1-2 თვეში ჩვენც ჩავალთ“, - ამბობს ახალგაზრდა ჩვენთან საუბრისას.