თურქეთის საერთაშორისო სახელწოდება შეიცვალა

თურქეთი

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააკმაყოფილა თურქეთის მოთხოვნა უცხო ენებზე ქვეყნის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით.  ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ახლა თურქეთის საერთაშორისო სახელწოდება Turkey-ს ნაცვლად Türkiye იქნება. შესაბამისი განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, გაეროს ყველა საერთაშორისო ფორუმსა და ოფიციალურ დოკუმენტში Türkiye იქნება გამოყენებული.

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის სახელწოდების შეცვლის მოთხოვნით გაეროს გენერალურ მდივანს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ მიმართა. მისი განმარტებით, ამ გადაწყვეტილებამ ქვეყნის ბრენდის პრესტიჟის ამაღლებას უნდა შეუწყოს ხელი.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

👉 ვინ და როგორ შეძლებს საქართველოდან გერმანიაში შესვლას - დეტალები

👉 ვლადიმერ პუტინს საოპერაციოდ ამზადებენ - UNIAN