„ეს სოფოა, 2 შვილის დედიკო, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის მომღერალი, უნდა გადავარჩინოთ“, - 34 წლის სოფო კვიციანს საზოგადოების დახმარება სჭირდება

სოფო კვიციანი

34 სოფო კვიციანს საზოგადოების დახმარება სჭირდება.

ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.

სოფოს 6 თვის წინ ჰოჯკინის ლიმფომა დაუდგინდა.

ახალგაზრდა ქალს ოპერაცია უკვე გაუკეთეს, თუმცა შემდგომი მკურნალობა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.

“ეს სოფოა, 34 წლის, 2 შვილის დედიკო, ძალიან ბევრი ადამიანის მეგობარი და გული!

გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელის მომღერალი. მედიკოსი, პროფესიული უნარებით და განსაკუთრებული ჰუმანურობით გამორჩეული გოგო.

სოფოს 6 თვის წინ ჰოჯკინის ლიმფომა დაუდგინდა. თურქეთში ჩატარებული ქიმიოთერაპიის 2 კურსი, სამწუხაროდ, უშედეგო აღმოჩნდა.

გუშინ სოფოს ოპერაცია ჩაუტარდა, განმეორებით რომ გაკეთდეს ბიოფსია და შემდგომი მკურნალობა, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ოჯახმაც და მეგობრებმაც ყველანაირი რესურსი ამოვწურეთ. გულისხმიერებით, გვერდში დგომით, სიყვარულით, ყველამ ერთად, თუნდაც,

” ზღვაში წვეთით “, გამოჯანმრთელებული დავუბრუნოთ პატარებს თავიანთი ულამაზესი დედიკო

ძალიან გთხოვთ, თითოეული თქვენგანის დახმარების დიდი იმედი გვაქვს… სოფო უნდა გადავარჩინოთ.

გვჯერა, – ჩვენ, ყველა ერთად, ამ ბრძოლაში სიცოცხლეს გავამარჯვებინებთ.

TBC ბანკი

#GE70TB5991745063622471

საქართველოს ბანკი

#GE62BG0000000738295600

მიმღები - სოფია კვიციანი