პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯონ ბაიდენმა კონგრესს უკრაინისთვის ახალი 33-მილიარდიანი დახმარების პაკეტის დამტკიცება სთხოვა, საიდანაც 20 მილიარდი სამხედრო შეიარაღებაა.
რა შეიძლება მიიღოს უკრაინის არმიამ ამ დახმარების ფარგლებში:
მესამე თაობის ტანკები M1A2 Abrams;
ქვეითთა საბრძოლო მანქანები M2A3 Bradley;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები HIMARS;
თვითმავალი საარტილერიო დანადგარები M109A6 Paladin;
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები უნივერსალური გამშვები დანადგარი M270 MLRS;
გადასატანი რეაქტიული კომპლექსები NASAMS 2;
საზენიტო რეაქტიული კომპლექსი Patriot;
მეოთხე თაობის მრავალფუნქციური მსუბუქი გამანადგურებელი F-16 C/D.
ე.წ. ლენდ ლიზის პროგრამა აშშ-მა ბოლოს მეორე მსოფლიო ომის დროს აამოქმედა. გადაწყვეტილებით შემცირდება ბიუროკრატიული ბარიერები. ამერიკა უკრაინას შეიარაღებას და აღჭურვილობას გადასცემს, გადახდა კი, კიევს მოგვიანებით მოუწევს.