ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
მგზავრობისას გულისრევა, თავბრუსხვევა და სისუსტე ე.წ. კინეტოზის შედეგია. ექიმ ზაზა თელიას განმარტებით, ეს მდგომარეობა მაშინ ვითარდება, როცა ტვინი თვალებიდან და შიდა ყურიდან ურთიერთგამომრიცხავ სიგნალებს იღებს. პრობლემა ყველაზე ხშირად 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება, თუმცა ზოგიერთ ადამიანს ზრდასრულობაშიც რჩება.
დისკომფორტის შესამცირებლად სპეციალისტი გვირჩევს, მგზავრობისას ჰორიზონტს ვუყუროთ, არ გამოვიყენოთ ტელეფონი და არ წავიკითხოთ წიგნი, ვიზრუნოთ სუფთა ჰაერზე, ავტომობილში კი წინა სავარძელი ავირჩიოთ. ასევე სასურველია მგზავრობის წინ მსუბუქი საკვების მიღება, საკმარისი წყლის დალევა და ალკოჰოლის თავიდან აცილება.
თუ სიმპტომები განსაკუთრებით ძლიერია, ექიმის რეკომენდაციით შეიძლება ანტიჰისტამინური პრეპარატების ან სკოპოლამინის პლასტირების გამოყენებაც. სპეციალისტის თქმით, აუცილებელია ექიმთან მიმართვა, თუ ღებინება მგზავრობის დასრულების შემდეგაც გრძელდება, ან მას თან ახლავს გონების დაბინდვა, გონების დაკარგვა ან სხვა მძიმე სიმპტომები.