ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ნიკოლოზ წულუკიძის ვაჟი, კიტა წულუკიძე 29 სექტემბერს 2 წლის გახდებოდა. კიტა ტელეწამყვანის მეორე შვილია. ნიკას ჰყავს უფროსი ქალიშვილი სესილია, რომელსაც საზოგადოება სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან" იცნობს, სადაც ლამაზი გოგონა დათო გოცირიძის გმირის შვილის როლს ასრულებს.
კიტა 4 მაისს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, ის მაღალსართულიანი კორპუსის ფანჯრიდან გადმოვარდა... ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ნიკასა და თეკლას სრულიად საქართველო დაუდგა გვერდით.
აი, როგორ ახასიათებდა მამა პატარა ვაჟს.
„კიტა ძალიან დინჯი და მოკრძალებული ბიჭია. კიტა არ ტირის, შორისდებულით გაგრძნობინებს, რომ რაღაც აწუხებს. ევროპელია.
დასაც ჰგავს და დედიკოსაც და მამიკოსაც, მაგრამ ჩვენზე მშვიდია. ზედმეტად არ შეგაწუხებს, არც იტირებს. ძალიან ვცდილობ, ჩემს მეუღლეს კი არ მივეხმარო, ბავშვის აღზრდაში მივიღო მონაწილეობა და რაღაც გამოდის.
სესილიამ თავიდან ცოტა იეჭვიანა, მაგრამ ახლა მსგავსი არაფერია, პირიქით, ძალიან გვეხმარება კიტას აღზრდაში" - ამბობდა ნიკა ინტერვიუში.
თავისი ცხოვრების ყველაზე დიდ ტრაგედიამდე, ნიკამ გადაცემა „სთორიში“ ერთგვარი წინათგრძნობა გაამხილა.
ნიკოლოზ წულუკიძე: - ყველაზე დიდი ადამიანური შიში ვერ დავძლიე. ჩემი ყველაზე დიდი შიში ჩემი ახლობლების დაკარგვის შიშია. მგონია, რომ ვერ მოვერევი და ეს მთრგუნავს.
როცა ყველაზე მეტად გიჭირს, ვინ როგორ იზიარებს შენს სატკივარს, ის გამახსოვრდება.
ბოლო დროს ფიქრი მიყვარს, შვილებზე, ოჯახზე, მშობლებზე. ვაანალიზებ და შეცდომებს ვნახულობ, განსაკუთრებით შვილებთან მიმართებაში. თუ ყურადღებას დააკლებ მერე ისე განცდი, რომ შენი შვილისთვის ვერ მოიცალე... მაქვს სწრაფვა კარგი მშობლობისკენ. შინაგანი სამზადისი მაქვს.
ტარიელ ხარხელაურმა ამ ტრაგედიას ლექსი მიუძღვა. მოგვიანებით ნიკამ, მადლობის ნიშნად, თიანეთში ჩააკითხა პოეტს. აი, რა სიტყვები უძღვნა თავად შვილმკვდარმა პოეტმა თეატრმცოდნეს.
"არ გკადრებ, არ გაგამხნევებ, არც სიმშვიდეს გთხოვ სულისას,
შენს თავს შენ უნდა უწამლო - წამალს სხვას ნუ სთხოვ წყლულისას,
ბინდისფერობამ სოფლისამ დღე მრავალს გადაუნისლა,
მეც ამ ტკივილმა დამიდნო თხელი კედლები გულისა,
დამლია წუთისოფელმა, ამღვრევამ სიყვარულისამ...
მოვთქვამ, ასეთმა ამინდმა ლამის ჭკუიდან შემშალოს,
გადმოდი, მოვთქვამ ძილშიაც - ცრემლო! თვალებთან შემშრალო,
ერთსა გთხოვ მამა-შვილურად - მზე მაგ გულში არ შეცვალო!
მტერს ლაღი უნდა ეგონო - ტკივილით მიწის მკბეჩავო...
დრო სიმღერას გთხოვს? იმღერე! ჯავრმა არ გაგაბეჩავოს.
შვილო! ჭრელია საწუთრო, ზნეს არ დაიგდებს თავისას,
ბევრჯერ აგიშლის გონებას ჩქამი სულეთის კარისა,
ბევრჯერ ცრემლებით დაჰხვდები ცაზე გადმოსვლას მთვარისას,
ბევრჯერ აჰხედავ ეჭვითა ზნეს უფლის სამართალისას...
უნდა იბრძოლო! სიკვდილთან შეკვრა არ გმართებს ზავისა,
არცა გთხოვ გვერდის აქცევას მთიდან მომსკდარი ზვავისას,
ცრემლისთვის ღამე დაზოგე - დღე რომ აბჯარი აისხა!.."
სხვა ბევრი ცნობილი ადამიანის თანაგრძნობას შორის, გამორჩეული იყო ლანა ღოღობერიძის ვრცელი პოსტი. გთავაზობთ მცირე ამონარიდს.
"შენ ვერ ჩაიკეტები საკუთარ ტკივილში, საკუთარ თავში. და პირიქით, ეს მართლაც უსასრულო ტანჯვა კიდევ უფრო გააღრმავებს შენს თანაგრძნობას ადამიანთა მიმართ. ჩემო ნიკა, მიგულე შენს გვერდით", - წერდა სოციალურ ქსელში რეჟისორი.