დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
ნიკოლოზ წულუკიძე პოეტ ტარიელ ხარხელაურს ესტუმრა. შეხვედრა თიანეთში, სოფელ ერწოში შედგა.
ტელეწამყვანმა თქვა, რომ შეიძლება ადამიანი ერთხელაც მისი მონათესავე სული აღმოჩნდეს. წულუკიძის თქმით, შვილმკვდარი მამები ტკივილმა დაანათესავა.
ჩვენს მდგომარეობაში, შეიძლება კაცი ბედნიერი იყოს?, - ნიკოლოზ წულუკიძის ამ კითხვას ტარიელ ხარხელაურმა ასე უპასუხა:
„გაგიჭირდება ჯერ ამის განცდა.. ერთხელ ფილარმონიიდან რუსთაველისკენ მივდიოდი, ახალგაზრდა გოგო გამცდა და რამდენჯერმე მოიხედა. ვკითხე, შვილო, რამე ხომ არ გიჭირს მეთქი, შეიძლება მოვიდეო? მითხრა.. საყელო გადამიწია და გულზე მაკოცა. ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემს ცხოვრებაში. მე ყველაზე დიდი ჯილდო მაქვს მიღებული ამ ბავშვის და მთელი საქართველოს სახით. შენც უზარმაზარი ჯილდო გაქვს, ჯერ არ გაგიზომია. შენ გაქვს უზარმაზარი სიყვარული..“ - ამბობს პოეტი.
ლექსი, რომელიც პოეტმა ნიკოლოზ წულუკიძეს მიუძღვნა - „ერთსა გთხოვ მამა-შვილურად, მზე მაგ გულში არ შეცვალო!“ - ტარიელ ხარხელაურის სულისშემძვრელი ლექსი ნიკოლოზ წულუკიძეს