„ერისიონი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ერისიონი

ანსამბლი „ერისიონი“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს და მწუხარებას გამოთქვამს, ყოფილი წევრის, მომღერლისა და სოლისტის გიული ცხადაძის გარდაცვალების გამო.

„მწუხარებას გამოვთქვამთ, ერისიონის ყოფილი წევრის, მომღერლისა და სოლისტის გიული ცხადაძის გარდაცვალების გამო.

ბ-ნი გიული მრავალი წელი აქტიურად იყო ჩართული ანსამბლის შემოქმედებით ცხოვრებაში.

მსმენელსა და მაყურებელს განსაკუთრებით დაამახსოვრა თავი ცეკვა აჭარულში მისმა სახასიათო სახემ. ხოლო ერისიონის გახმაურებულ ვიდეო-რგოლში «შატილის ასულო» განსახიერებულმა როლმა, შთამბეჭდავი კვალი დატოვა მაყურებლის მეხსიერებაში.

ანსამბლი დიდი პატივისცემით იხსენებს მას და თანაუგრძნობს მის ოჯახსა და ახლობლებს“,- ნათქვამია სამძიმრის წერილში.