,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს აფრთხილებს

shuki

23 სექტემბერს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის მიზეზად კომპანია გეგმურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს.

,,ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: დავათი, ჭოპორტი, ნოკორნა, წითურები, ნოჯა, ახატანი და მიმდებარე სოფლებში.

11:55 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მისაქციელი, მუხრანი, საგურამო, სელექცია, წილკანი, ახალუბნის მასივი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აცხადებენ კომპანიაში.