პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ასტროლოგი, რამაზ გიგაური პირადი ჰოროსკოპის მე-12 სახლის შესახებ საუბრობს.
„ერთ ძველ იტალიურ ასტროლოგიურ ტრაქტატს ვამუშავებ. წიგნში მხვდება ასეთი განმარტება.
თუ ეშმაკი ნამდვილად არსებობს, მაშინ მისი საცხოვრებელი მე-12 ასტროლოგიური სახლია“.
გამომაშტერა უცბად. არასდროს მიფიქრია ასე.
საერთოდ, პირადი ჰოროსკოპის მე-12 სახლის სირთულეები არ ჩანს, ფარულია. თითქოს ვიღაცას ებრძვი, შენ - სინათლეზე ხარ და „ის“ სიბნელეშია. ცხადია, ეს „მას“ უპირატესობას აძლევს. მე-12 სახლი ოჯახური კარმის სახლიც არის. სხვათა შორის, ასტროფსიქოლოგებში (ასტროლოგია + ფსიქოლოგია) მე-12 სახლი ხშირად არის ანალიზური ფსიქოლოგიის და ფსიქოანალიზის საკმაოდ ძლიერი ინსტრუმენტი.
სულ რამდენჯერმე მაქვს სიამოვნება მიღებული ძველი ასტროლოგიური წიგნების გაშიფვრისგან და ერთ-ერთი ესეც არის. თუმცა მათში არის ერთი ძველქართული ასტროლოგიური ხელნაწერიც.
ღმერთმა მომცეს ძალა ახალი ასტროლოგიური წიგნის დაწერის და იქ ვისაუბრებ ყველასთვის უცნობ XVII საუკუნის ქართველ ასტროლოგზე“, - წერს რამაზ გიგაური.