ლოცვა, რომელიც გიორგობას უნდა წაიკითხოთ
1732307043
,,ენერგო-პრო ჯორჯია" აბონენტებს შუქის გათიშვის შესახებ აფრთხილებს.
,,გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 28 ივლისს 12:00 საათიდან 19:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხრანი, ქანდა, პატარა ქანდა, ვაზიანი.
14:30 საათიდან 18:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდებათ აბონენტებს სოფელ ლისში და აგარაკებში.
15:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ მომხმარებლებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ახალშენი, ლამოვანი, მჭადიჯვარი, ქვიტკირის წყარო, ციხევდავი, ზემო შუახევი, წიწამურა, ქვემო კოდისწყარო, ქისიაანი, ახალი კადოეთი, ზემო კოდისწყარო, ჭილურტი, ქვემო შუახევი, წილკანი.
მათივე განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.