როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში პირველ აგვისტომდე

ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო განახლებული ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. 

1-ელ აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34, მთაში +25, +30, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

 ქ. თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსია მოსალოდნელი.