1774555363
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.
კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 მარტს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - არაგვისპირი, ბოდორნა, ბიჩნიგაურები, კენჭაკლდე და მიმდებარე სოფლებში;
15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, კოსტავას, ჭავჭავაძის, მრევლიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.












