1744829575
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 აპრილს 11:00-იდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ომარაულები და ბოჭორმა; 11:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში, სტალინის, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში: თანიანთკარი, კობიაანთკარი, კარიაულები და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 17:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში: მუხათწყაროში, ლისზე და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11:00-იდან 18:30 საათამდე აბონენტებს გლდანში და მამკოდაში. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.