Nirvana-ს ალბომი იშვიათი ყდით 18 600 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

Nirvana

Nirvana-ს ალბომი იშვიათი ყდით 18 600 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ალბომის ყდა იშვიათი იმით არის, რომ 1991 წელს, ბრისტოლში 700-კაციან კონცერტზე ჯგუფის სამივე წევრმა ამ ალბომზე ავტოგრაფი დატოვა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

Nirvana-ს ეს ალბომი 30 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სახურავზე ინახებოდა და 16 აპრილს ის დიდ ბრიტანეთში Wessex Auction Rooms-ის აუქციონზე გაიყიდა.

1991 წელს, ბრისტოლში Nirvana-ს კონცერტი ჯგუფის ევროპული ტურის Nevermind-ის ფარგლებში შედგა. ტურის ფარგლებში მათ კონცერტები იტალიაში, გერმანიაში და ედინბურგში ჩაატარეს.