„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო ჯორჯია

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ელექტროენერგიის შეზღუდვა სოფელ დიღმის, დუშეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების აბონენტებს შეეხება.

„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 1-ელ აპრილს 11:00-იდან 15:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეუწყდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: საგურამო, ახალსოფელი, ზედაზენი, წიწამური, ზაქარო, წყაროსთავზე, არაშენდა, წეროვანი, ნატახტარი, გაზის დასახლებაში.

11:30-იდან 18:00 საათამდე, ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში ცამეტი ასურელი მამის, ბიძინა ბარათაშვილის, ვაჟა ფშაველას, ავთანდილის, სარგის კაკაბაძის, მარიამ უგრელიძის, ილია შეყლაშვილის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქუჩებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 12:00-იდან 18:00 საათამდე - მომხმარებლებს სოფელ დიღომში ანდრონიკაშვილის, ალექსანდრე ყაზბეგის, ფიროსმანის, სვეტიცხოვლის, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩებზე, ქედისბოლოს დასახლებაში, სოფლებში წოდორეთი, ლისი, პანტიანი.

11:00-იდან 11:10 საათამდე და 16:50-იდან 17:00 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს დუშეთის რაიონის სოფლებში: არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, დოლოშა, ვარცლა, ჟინვალი, ქვემო არანისი, ფიჭვიანი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-იდან 18:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ბულაჩაური, აბანოსხევი, ქუბრიაანი, ქოჩორაანი, ანანური, ციხისძირი, თანდილაანთკარი, ფიტავი, შაღაანები და მიმდებარე სოფლებში. 12:00-იდან 14:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში; ჩანადირთკარი, მლაშე, ლაზვიანი, ბაგიჭალა, ბაზალეთი, თხილიანა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.