„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 თებერვალს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ დიღომში შერმადინის, თიანეთის, ავთანდილის, ხატაეთის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ გლდანში და გიორგიწმინდაში აღმაშენებლის, განთიადის, გლდანის მასივის, ყაზბეგის, სოხუმის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-დან 11:10 საათამდე და 14:50-დან 15:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: მისაქციელი, ახატანი, ახალუბანი, გალავანი, ნაოზა, ნავდარაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა, თეგერაანები და მიმდებარე სოფლებში.

„სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია განცხადებაში.