„არასეზონურ სიცხეს არასეზონური სიცივე ჩაანაცვლებს..." - უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი
1742207885
პარლამენტი დღეს იმ ცვლილებებზე იმსჯელებს, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაციები საჯარო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული აღარ იქნებიან.
სიახლეს კანონმდებლები პირველი მოსმენით საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ. ცვლილების ინიციატორები "ქართულმა ოცნება" და "ხალხის ძალაა".
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, პირებს, რომლებიც ხალხს არ აურჩევიათ, არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან პროცესებში მიიღონ გადაწყვეტილება.
"არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახელი გაითქვეს დესტრუქციითა და დესტაბილიზაციის აშკარა მცდელობებით, რასაკვირველია, კიდევ ორმაგ პასუხისმგებლობას ადებს სახელმწიფოს იმასთან დაკავშირებით, რომ გაუფრთხილდეს ქვეყანას, გაუფრთხილდეს სტაბილურობას. ამ შემთხვევაში, როცა საგანგებო მნიშვნელობის საკითხები უნდა იქნეს გადაწყვეტილი, არ უნდა იყოს ისეთი სტრუქტურების ჩართვა, რომელიც არავის აურჩევია და არც საზოგადოებას აქვს ის ინტერესი, რომ იყოს აუცილებლობა მათი მონაწილეობის სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში", - განაცხადა გია ვოლსკიმ.