მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
შეზღუდვა თბილისის რაიონებს, სოფელ დიღომსა და მცხეთისა და თიანეთის რაიონის სოფლებს შეეხება.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 დეკემბერს 11:00-იდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში: ღულელები, საყდრიონი, ხევსურთსოფელი, თოლენჯი, ტოლაანთსოფელი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ჩალიპირებში, ლევან რჩეულიშვილის, ვახტანგ ცინცაძის, გიორგი ნანეიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: სელექცია, მუხრანი, ნიჩბისი, ახალუბანი, მისაქციელი, ქსანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს სიონში; 12:30-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში თხინვალაში, ლისზე და მიმდებარე ტერიტორიაზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.