„ემოციურმა არასტაბილურობამ შეიძლება კონფლიქტებამდე მიგიყვანოთ“ - ეზოტერიკოსი სახიფათო დღეებს ასახელებს

კალენდარი

მინეროლოგი და ეზოტერიკოსი, თამარ იოსელიანი მარტში ყველაზე სახიფათო დღეებს ასახელებს.

„ყველაზე სახიფათო დღეები მარტში  
  20 მარტი — ემოციურმა არასტაბილურობამ შეიძლება კონფლიქტებამდე მიგიყვანოთ. გადადეთ მნიშვნელოვანი საუბრები და ურთიერთობების გარკვევა.
 რჩევა: გამოიყენეთ მწვანე ჩაი ან დამამშვიდებელი ეთერზეთები. ეცადეთ იყოთ „დამკვირვებლის“ როლში და არ აჰყვეთ პროვოკაციებს.
 28 მარტი — ენერგეტიკული დაქვეითება, დაღლილობის ან შიშის გავლენით გადაწყვეტილებების მიღების საფრთხე. მიეცით თავს დასვენებისა და ანალიზის დრო.
 რჩევა: ამ დღეს ნუ დაგეგმავთ რთულ საქმეებს. საუკეთესოა მედიტაცია, ბუნებაში გასეირნება ან უბრალოდ ადრე დაძინება.
როგორ დავიცვათ თავი ამ დღეებში?
ენერგეტიკული წმენდა: საღამოს მიიღეთ შხაპი ზღვის მარილით , მარილი საუკეთესოდ აშორებს დღის განმავლობაში დაგროვილ ნეგატიურ ენერგიას.
დუმილის პრაქტიკა: თუ გრძნობთ, რომ ბრაზი გერევათ, გაჩერდით, გადათვალეთ ათამდე და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხეთ.

ინტუიციის ნდობა: თუ გული გიკარნახებთ, რომ სადმე არ წახვიდეთ ან რაღაც არ იყიდოთ , დაუჯერეთ მას. ამ დღეებში სამყარო ხშირად გვაძლევს მინიშნებებს",- წერს იოსელიანი.