1773348202
ირანის უშიშროების საბჭოს მდივანი ტრამპს: ომის დაწყება ადვილია, მაგრამ მისი მოგება რამდენიმე „ტვიტით“ შეუძლებელია
ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ალი ლარიჯანმა განაცხადა, რომ ირანი არ გაჩერდება მანამ, სანამ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მის „სავალალო მცდარ გათვლას“ არ ანანებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
ტრამპისადმი მიმართულ კომენტარებში, რომლებსაც თან ახლდა ჰეშთეგი #TrumpMustPay (ტრამპმა პასუხი უნდა აგოს), ლარიჯანმა უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ აშშ ომში სწრაფ გამარჯვებას მოიპოვებდა.
„ტრამპი ამბობს, რომ ის სწრაფ გამარჯვებას ეძებს. თუმცა, ომის დაწყება ადვილია, მაგრამ მისი მოგება რამდენიმე „ტვიტით“ შეუძლებელია“, - აღნიშნა მან.











