დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება
1732290001
გიული ალასანიას მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის დაქირავებულმა პიარ-კომპანიამ უცხოურ მედიაში სტატიების გამოქვეყნება დაიწყო.
პიარ კამპანიის მიზანი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანაა.
"ამერიკელი სამედიცინო ექსპერტები ადასტურებენ, რომ პოლიტპატიმარი მიხეილ სააკაშვილი ციხეში ყოფნის დროს აწამეს და მოწამლეს" - ამ სათაურით ვრცელ სტატიას "პიარ ნიუს ვაიარი"" აქვეყნებს.
გამოცემა სააკაშვილის დედის მიერ დაქირავებულ "გლობალ ფოინთ ინტერნეიშელის" ინფორმაციას ეყრდნობა და წერს, რომ წამყვანი სამედიცინო ექსპერტები აშშ-დან და საქართველოდან ადასტურებენ ადამიანის უფლებების დარღვევას, წამებას, მოწამვლას და ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებას.
სტატიაში საუბარია სააკაშვილის მძიმე მეტალით მოწამვლის შესახებ. შეკვეთილ სტატიაში სააკაშვილის მიერ დაქირავებული იურიდიული ჯგუფი ამტკიცებს, რომ ექსპრეზიდენტს პატიმრობის გადავადება და მკურნალობა სასწრაფოდ ესაჭიროება.
"გლობალ პოინთთან" გიული ალასანიას მიერ გაფორმებული კონტრაქტი "კურიერმა" გუშინ გაასაჯაროვა. კონტრაქტის ღირებულება 30 000 დოლარია, თანხას ემატება სამუშაოს საათობრივი ანაზღაურება, რომელიც 400-ს დოლარამდეა, ასევე საადვოკატო ჰონორარი და სხვა ხარჯები.