ძალიან მახარებს, რომ თიკა კანდელაკს თავზე რაღაც თხევადს და მყრალს დაასხამენ - თამარ ჩერგოლეიშვილი

ტაბულას რედაქტორი

„ტაბულას“ რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, პუტინის პროპაგანდისტის, თინა კანდელაკის რუსეთში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.

მისი თქმით, როცა კანდელაკი საქართველოში ჩამოვა მას  თავზე რაღაც თეთრსა და მყრალს დაასხამენ.

„ის ძალიან მახარებს, რომ თიკა კანდელაკს თავზე რაღაც თხევადს და მყრალს დაასხამენ, რომ ჩამოვა. ნუ როცა მთავრობა შეიცვლება, თუ ყველაფერი კარგად იქნა, ვეღარც ჩამოვა“, - წერს თამარ ჩერგლეიშვილი.

ცნობისთვის, უკრაინაში ომის პარალელურად რუსეთში კონცერტი გაიმართა, სადაც სიტყვით რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოვიდა.