„მასობრივმა ემიგრაციამაც არ შემაჩერა, ცხოვრება გრძელდება!“ - თინა კანდელაკის vk-ს გამომწერებს მიმართავს

kandelaki

დღეს რუსეთში „ინსტაგრამი“ ოფიციალურად გაითიშა.

რუსი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი რუსულ სოციალურ ქსელში vk-ში გადავიდა.

„მასობრივმა ემიგრაციამაც არ შემაჩერა. (ინსტაგრამიდან VK-ში გადავედი) ცხოვრება გრძელდება! მას ჯერ კიდევ ჰყავს საუკეთესო რუსული კონტენტის ძლიერი პროდიუსერი, გაზპრომ-მედია ჰოლდინგი.

გარდა ამისა, მთელი ჩემი რუტინა: სპორტი, საუზმე, სამუშაო და სილამაზის რჩევები და ხუმრობაც გადადის შენს ისტორიებზე!

მეგობრებო, მითხარით, რისი ნახვა გსურთ აქ ყველაზე მეტად. და კომენტარებში მონიშნეთ ყველა ვინც ასევე „გადავიდა“[ინსტაგრამიდან VK-ში]“, - წერს კანდელაკი.