პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მსახიობი ონისე ონიანი 30 წელზე მეტია, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე თამაშობს. ამბობს, რომ მისი პროფესიული ბიოგრაფია მისსავე ცხოვრებას ჰგავს - აღმასვლებითა და დაღმასვლებით სავსეა. მასში რაჭული და სვანური ხასიათის უცნაური შერწყმა მოხდა.
მსახიობი რუბრიკაში „უცნობი მხარე“ ჟურნალ თბილისელებთან საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
– გინდათ, რომ მსოფლიო მასშტაბით იყოთ ძალიან ცნობილი და გავლენიანი ადამიანი?
– მე იმასაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს ვინმე დამირეკავდა და ჟურნალისთვის ინტერვიუს მთხოვდა, ვიღაც ტელევიზიაში მიმიწვევდა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ცხოვრებამ მოიტანა. რადგან მოიტანა, ძალიან მომწონს. რაც შეეხება მსოფლიო მასშტაბებს, მე ისეთი პროფესია მაქვს, რომლის თანამდევიცაა ცნობადობა. თუ რომელიმე წარმატებულ პროექტში ითამაშებ, შეიძლება, მთელმა მსოფლიომ გაგიცნოს. „ჰოლივუდის“ ვარსკვლავებს მთელი მსოფლიო არ იცნობს?! ეს ჩვენი პროფესიის თანამდევია და ამიტომ მიფიქრია ამაზე. რაც შეეხება გავლენას, ამას ნაკლებად მოვინდომებდი. ყველას ჩემი პატივისცემა უნდოდეს, რასაც ვიტყვი, იმას ასრულებდნენ და ჩემს დანახვაზე ოფლი ასხამდეთ ადამიანებს, ამის სურვილი საერთოდ არ მაქვს.
– უხერხული შემთხვევა, რომელიც თავს გადაგხდენიათ...
– მარტივად ვიტყვი, თუ სადმე მივდივარ და იმ ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდები, რომლებმაც როლით გამიცნეს, შევუყვარდი, ან არ შევუყვარდი და ძალიან დიდ ყურადღებას მაქცევენ, ეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს. ისე ვაკეთებ, თითქოს თავს უხერხულად საერთოდ არ ვგრძნობ, მაგრამ რეალობა ასეთია“,- ამბობს ონისე ონიანი.
ასევე ნახეთ:
სასწაულები ახლაც ხდება - რა საიდუმლოს ინახავს, ღვთისმშობლის შობის სახელობის სამლოცველო წალკაში