პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე დღეს დაკრძალეს. ის 13 ნოემბერს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ნოდარ ნათაძე მეუღლის გვერდით დაკრძალეს.
პოლიტიკოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილი გაავრცელა პატრიარქმა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„დღეს ვემშვიდობებით ბატონ ნოდარ ნათაძეს, - ცნობილ ფილოსოფოსს, პოლიტიკოსს, ეროვნულ მოღვაწეს; პატიოსნებით, გულწრფელობით, პირდაპირობით გამორჩეულს, რომელიც ყოველთვის დიდი პატივისცემით სარგებლობდა საზოგადოებაში და ღვთის წინაშეც მაზიარებელ პიროვნებად წარსდგება.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა მისმა უკვდავმა სულმა სავანე მართალთა დაიმკვიდროს, ხოლო ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და ლოცვითი შეწევნის ძალა“, - წერია სამძიმრის წერილში.