ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ვწუხვარ ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის, პუბლიცისტის, ენათმეცნიერის, ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო. ნოდარ ნათაძე იყო ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, "სახალხო ფრონტის" დამფუძნებელი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელისმომწერი. იგი იყო პოლიტიკოსი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და გადამწყვეტ პროცესებში. ვიზიარებ ნოდარ ნათაძის ოჯახის წევრების, მისი ახლობლების გულისტკივილს", - აღნიშნულია კახა კალაძის სამძიმრის ტექსტში.