Politico-ს კვლევა აჩვენებს, რომ ესპანეთში დაგეგმილი არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში შესაძლოა მოვიდეს ულტრა-მემარჯვენე პარტია Vox, რომელიც გერმანული AFD-ის მჭიდრო მოკავშირეა

ესპანეთის არჩევნები

ესპანეთში, 29 ნოემბერს დაგეგმილ არჩევნებში გამარჯვებას სავარაუდოდ კონსერვატიული ძალები მოიპოვებენ. ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს.

გამოცემის ცნობით, ცენტრისტულ-მემარჯვენე „სახალხო პარტია“ (PP), სავარაუდოდ, პირველ ადგილს დაიკავებს (ხმების დაახლოებით 33%-ით, POLITICO-ს გამოკითხვების შეჯამების თანახმად). მიუხედავად ამისა, მას სტაბილური კოალიციის შესაქმნელად, თითქმის დანამდვილებით, მოუწევს გაერთიანება პარტია „ვოქსთან“ (Vox), რომელსაც ამომრჩეველთა დაახლოებით 18%-ის მხარდაჭერა აქვს. ამ შემთხვევაში, ესპანელი ულტრა-მემარჯვენეების ლიდერი სანტიაგო აბასკალი, პარტნიორობის სანაცვლოდ „ვოქსის“ დღის წესრიგის საკვანძო ელემენტების გათვალისწინება მოითხოვოს. პარტიის მიზნებს შორისაა: არალეგალური მიგრანტების დეპორტაცია; სოციალური შეღავათების მინიჭებისას ესპანეთის მოქალაქეებისთვის უპირატესობის მინიჭება უცხოელებთან შედარებით; სოფლის მეურნეობის სექტორში ევროკავშირის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების წესების მკვეთრი შემცირება; და გენდერული თანასწორობისა და LGBTQ+ თემის მხარდაჭერის შეზღუდვა.

2023 წელს „ვოქსმა“ კონგრესში 350-დან 33 ადგილი მოიპოვა, ახლა კი მოსალოდნელია, რომ ამ მაჩვენებელს გააორმაგებს. „სახალხო პარტიის“ ხელმძღვანელობით შექმნილ კოალიციაში მას, სავარაუდოდ, მყარი უმრავლესობის ნაწილად ყოფნის შესაძლებლობა ექნება. აღსანიშნავია, რომ 2026 წლის სექტემბერში ესპანურმა Vox-მა საჯაროდ მოიწონა AfD-ის საარჩევნო წარმატება გერმანიაში და ორივე პარტიის საერთო პოზიციებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის მასობრივი მიგრაციისა და მწვანე პოლიტიკის წინააღმდეგობაზე.

✕