1791704058
პოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. ცნობას შსს ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციის მიერ ნივმთტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.












