1791640248
ბრიტანეთი: მამაკაცი ზოოპარკში ვეფხვის ვოლიერში შევიდა - ცხოველის თავდასხმის შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა
დიდ ბრიტანეთში, სამხრეთ იორკშირის ზოოპარკში ახალგაზრდა მამაკაცი ვეფხვი ვოლიერში შევიდა, რის შემდეგაც ცხოველი მას თავს დაესხა. მიყენებული დაზიანებებით მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
"შეტყობინება მივიღეთ იმის შესახებ, რომ მამაკაცი „იორკშირის ველური ბუნების პარკში“ ვეფხვის ვოლიერში შევიდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მივიდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, სამედიცინო პერსონალის ყველა მცდელობის მიუხედავად, მამაკაცი ადგილზევე გარდაცვლილად გამოცხადდა“, — აცხადებს იორკშირის პოლიცია. პოლიციის ცნობით, ინციდენტის შედეგად ვეფხვი არ დაშავებულა.












