მილიონერი მგზავრებით სავსე მატარებელი გვირაბში გაქრა - ახალი დეტალები იდუმალებით მოცულ რეისზე
1731299253
დღეიდან, 17 იანვრიდან, საქართველოში იზოლაციისა და კარანტინის ვადები იცვლება. ეს ვადები სხვადასხვა იქნება ვაქცინირებული, არავაქცინირებული და კოვიდგადატანილი პირებისთვის.
ვადები შემდეგნაირადაა განსაზღვრული:
ასიმპტომური-მსუბუქი შემთხვევებისთვის, ეს ვადა იქნება 8 დღე;
საშუალო და მძიმედ მიმდინარე შემთხვევებისთვის - მინიმუმ 10 დღე (უნდა იყოს მკვეთრად გაუმჯობესების დინამიკა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში და იზოლაციის დასრულებიდან მომდევნო 5 დღე მკაცრად სავალდებულოა ნიღბის ტარება).
რაც შეეხება კონტაქტებს, ვადები ამ შემთხვევაშიც მცირდება და მსუბუქდება:
თუ კონტაქტის მქონე ვაქცინირებულია, მათ შორის, ბუსტერის მქონე პირები და პირები, რომლებსაც ჩატარებული აქვთ მხოლოდ პირველი ორი დოზა, ამ დოზების მიღებიდან 2 კვირა-90 დღის ვადაში, კარანტინის ვადა ეხსნებათ.
ასევე, პირებს კოვიდინფექციის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში, ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაციის პირობებში, კონტაქტიდან 10 დღის შემდეგ შეუძლიათ, კარანტინში აღარ იყვნენ.