1727952555
„შიში აქვს, რომ დაჩიპავენ და თამაშისას 5 ჯის მეშვეობით ვიღაცები დისტანციურად დაუწყებენ მართვას“ - გოცირიძე ჯოკოვიჩზე
ანტივაქსერი ჩოგბურთელი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, შეიძლება ვუწოდოთ ჩოგბურთის ცოცხალი ლეგენდა, ჯერ მთელი კვირა აყურყუტეს სიდნეის აეროპორტის კოვიდსასტუმროში, დღეს კი გამოაძევეს ავსტრალიიდან აუცრელობის გამო, - ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე წერს.
„კი იჩივლა სასამართლოში, გადატანილი მაქვსო, მაგრამ უპასუხეს, მასე სადაა ძმაოო, ავსტრალიის სასამართლო ვართ საქართველოსი კი არაო, ანტივაქსერი პრემიერ-მინისტრი კი არა გვყავს ქართველებივით, კორონაგადატანილებს სამუდამო მწვანე პასპორტს რომ აძლევსო.
სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიხარდა. ასეც მოუხდება. როგორც ჩანს, ან რუსეთის ეკლესიის მიერ მართულმა სერბმა მამაომ (ანუ მღვდელმა) შეაცდინა, ან შიში აქვს, რომ დაჩიპავენ და თამაშისას 5 ჯის მეშვეობით ვიღაცები (ალბათ მასონები) დისტანციურად დაუწყებენ მართვას. ძალა აქვს, ჭკუა არაო, მასზე ყოფილა ეს ანდაზა ზედგამოჭრილი“, - ვკითხულობთ რომან გოცირიძის ფეისბუკპოსტში.