1728591125
დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ
სანატორიუმ „ქართლში“ შესახლებული დევნილები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები ჯანდაცვის მინისტრთან პირადად შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პროტესტის გაგრძელებას და შიმშილობას აანონსებენ.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
შეგახსენებთ, თბილისის ზღვაზე, დევნილთა საცხოვრებელი – სანატორიუმი „ქართლის“ მაცხოვრებლები, სადაც რამდენიმე დღის წინ შენობის ფრაგმენტი ჩამოინგრა, უკვე მეორე დღეა რაც საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი თქმით, ავარიული კორპუსის მესამე სართულზე დღეს ე.წ სინკარი ჩამოვარდა. ისინი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.