პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დეოდორანტი თუ ანტიპერსპირანტი ? რა სხვაობაა მათ შორის? რომელი მათგანი არ შეიცავს ალუმინს და საერთოდაც უნდა გვეშინოდეს თუ არა ალუმინის შემცველი საშუალებების. მოდით ჯერ გავერკვეთ სახელებში.
სხვაობა
დეოდორანტი ანეიტრალებს უსიამოვნო სუნს, ანტიპერსპირანტი კი სუნის განეიტრალებასთან ერთად, ხელს უშლის ოფლის გამოყოფას. ანუ პირველ რიგში გავერკვეთ რა გვჭირდება და შემდეგ შევარჩიოთ სასურველი პროდუქტი. რაც შეეხება ალუმინის შემცველობას. პირადად მე დაკვირვება და ყველაფრის კითხვა დავიწყე, როცა ჩემი შვილებისთვის უნდა შემეძინა პირველი დეზოდორანტი.
აღმოვაჩინე, რომ დიდი ნული ანუ ის რომ ალუმინს და პარაბენებს არ შეიცავს პრიორიტეტულია, მეტად უსაფრთხო და მეც ასე გავები მარკეტინგულ კარგად გადახლართულ და მოქსოვილ ქსელში. უალუმინო, უსპირტო, უპარაბენებო, ფაქტობრივად უშედეგო, მით უმეტეს გარდატეხის ასაკში. ჰოდა მერე ჩავუღრმავდი და აღმოვაჩინე უამრავი კვლევა, რჩევა, და მივიღე ფაქტი, რომ არ არსებობს არც ერთი სამეცნიერო დასკვნა ან მტკიცებულება იმისა, რომ დეოდორანტებსა და ანტიპერსპირანტებში შემავალი ალუმინი, ან რომელიმე სხვა ინგრედიენტი აყენებს ზიანს ადამიანის ორგანიზმს. მოდით მივყვეთ მითებს და რეალობას.
მითი - ალუმინი, რომელიც შეიწოვება კანიდან მომაკვდინებელია ჩვენი ორგანიზმისთვის
რეალობა - ალუმინს ჩვენი ორგანიზმი დღის განმავლობაში იღებს საკვებიდან ჰაერიდან და ძალიან მცირე ოდენობას კანიდან. რადგან ასე მისი შეწოვის დონე თითქმის ნულის ტოლია, უფრო ზუსტად კი გამოყენებულ საშუალებაში შემავალი ალუმინის წილის 0,01 %.
მითი - თუ ანტიპერსპირანტ დეზოდორანტს ვხმარობთ, ჩვენი ორგანიზმიდან ოფლის გამოყოფა იბლოკება და ამიტომ ორგანიზმი ვეღარ თავისუფლდება ტოქსინებისგან
რეალობა - ტოქსინებისგან ორგანიზმის გათავისუფლება ღვიძლისა და თირკმელების მუშაობის შედეგად ხდება. რაც შეეხება ოფლის გამოყოფას, ოფლის გამოყოფა მთელი სხეულიდან ხდება, ანტიპერსპირანტს კი მხოლოდ სხეულის 1%- ზე ვხმარობთ.
მითი - პარაბენები - კიბოს რისკი
რეალობა - პარაბენებს შეიცავს უამრავი საკვები პროდუქტი და იგი არის ადამიანის და ცხოველების ორგანიზმშიც. კანიდან შეწოვილი პარაბენების რაოდენობას და და კიბოს გამომწვევ ფაქტორებს შორის კავშირი არ შეიძლება რეალობა იყოს, რადგან კანიდან მისი შეწოვა, როგორც ალუმინისა უმცირესია. და ესეც კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელთა ხრიკია, მათი ვინც „ბიო“ და „ნატურალურ“ პროდუქტს ყიდის. მაგრამ რატომღაც ლაბორატორიაში მზადდება ეს „ბიო“ პრუდუქტი.და თუ ეს პროდუქტი არ შეიცავს პარაბენებს მაშინ რანაირად შეიძლება მისი ვადა იყოს ხანგრძლივი? პარაბენების ძირითადი ფუნქცია ხომ პროდუქტის ვადის გახანგრძლივებაა.
მითი - ალკოჰოლი დეზოდორანტებსა და ანტიპერსპირანტებში აშრობს კანს
რეალობა - ალკოჰოლი კლავს ბაქტერიებს, ანუ უსიამოვნო სუნის გამომწვევ ერთ ერთ მიზეზს. ნამდვილად შესაძლებელია კანის გამოშრობა და გაღიზიანება თუ პირდაპირ დავიტანთ სპირტს მაგალითად. თუმცა დეოდორანტებსა და ანტიპერსპირანტებში შემავალი სხვა ინგრედიენტები უზრუნველყოფენ კანის დატენიანებასა და კვებას.
დასკვნა - შეგიძლიათ თავისუფლად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი საჭიროების, სუნის, ხარისხის მიხედვით და არ იფიქროთ, რომ მას შეუძლია თქვენ შეუქცევადი ზიანი მოგაყენოთ. ჯანსაღი ცხოვრების წესი არ ნიშნავს თავი ავარიდოთ ყველაფერს რასაც „ბიო“ არ აწერია. ხშირად ასეთი წარწერების უკან განსაკუთრებული არაფერი დგას.