ზოდიაქოს 6 ნიშნისთვის 2025 წელი ყველაზე წარმატებული იქნება
1731779211
ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით მნიშვნელოვან სიახლეს ავრცელებს.
როგორც ჯანმოს ხელმძღვანელმა, ტედროსმა გუშინ განაცხადა, ის ხელახლა მოიწვევს საგანგებო კომიტეტს monkeypox-თან დაკავშირებით და გააკეთებს ამას რაც შეიძლება მალე „განვითარებული სიტუაციის“ გამო. როგორც მან დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, როგორც ჩანს, ვირუსი პოტენციურად მზად არის გადავიდეს „მაღალი რისკის ჯგუფებში, მათ შორის ბავშვები, იმუნოკომპრომეტირებული და ორსული ქალებში. ჩვენ ვიწყებთ ამის ხილვას უკვე ინფიცირებული რამდენიმე ბავშვის შემთხვევაში,“ - თქვა მან.
ეს ხდება მას შემდეგ, რაც წინა შაბათს გამოცხადდა, რომ ამ ეტაპზე დაავადება არ იძლეოდა საერთაშორისო შეშფოთების დონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველს (Public Health Emergency of International Concern – PHEIC). ეს არის გაფრთხილების უმაღლესი დონე, რომელიც შეუძლია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გასცეს. იმ მომენტისათის, ბევრმა გააკრიტიკა ჯანმო, ამ გადაწყვეტილების მიღების გამო და აი დღეს, როგორც ჩანს, არ არის გამორიცხული, რომ ამჯერად ის გამოაცხადებს PHEIC-ს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა The CDC გაააქტიურა თავისი გადაუდებელი დახამრების ცენტრი #monkeypox-ის საპასუხოდ - „მაიმუნის ყვავილის“ ეპიდემიის წინააღმდეგ „ოპერაციული მხარდაჭერის შემდგომი გაზრდის მიზნით“, - წერს წერეთელი.