წყალი 12 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და აღდგენის დრო

წყალი

ხვალ, 9 დეკემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნაძალადევის რაიონში, დაისის ქ.N16-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს, ხვალ, 9 დეკემბერს, დღის 13:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 9 დეკემბერს, დღის 13:00 საათიდან 10 დეკემბრის ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში: ცოტნე დადიანის N 303-329 (კენტ ნომრებს), თმოგვის, დაისის, ღრმაღელის ქუჩას, ქსოვრელის, ქართლის, ქართველიშვილის, კნოლევის, ღოღობერიძის, ტოროშელიძისა, ბეჟანიშვილის და ქუჩებს; ილურიძის და გვაზაურის ქუჩებსა და შესახვევებს;

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS - შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge