პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, სილვიუ დომენტეს შეხვდა.
სილვიუ დომენტემ დადებითად შეაფასა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისსა და საქართველოს პარლამენტს- განსაკუთრებით კი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს შორის არსებული თანამშრომლობა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ლიდერია თამბაქოს კონტროლის მიმართულებით და ისაუბრა 2017 წელს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული თამბაქოს კონტროლის შესახებ ახალი თაობის კანონის მნიშვნელოვან დადებით შედეგებზე.
მხარეებმა თამბაქოს მოხმარების მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და ამ კუთხით, კანონმდებლობის შემდგომი გაუმჯობესების პერსპექტივებზე იმსჯელეს.