მარტა ბარამიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
1751968421
Prime time -სთვის ექსკლუზიურად ხდება ცნობილი რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები, რაც შემდეგ პირდაპირ აისახება მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ მედიასაშუალებებზე. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ბრიუსელიდან ოპოზიციურ სპექტრს ძალიან მძიმე ცნობები მისდის.
გუშინ, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის გამარტივებაზე, რამდენიმე ლიდერის დახურული შეხვედრის და განხილვის საგანი გახდა. ბრიუსელიდან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ამ ეტაპზე, გამორიცხულია. მექანიზმი კი შემუშავდა, მაგრამ ეს არის ზოგადი მექანიზმი და შესაძლოა, მხოლოდ თანამდებობის პირებს შეეხოს.
როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ ოპოზიცია ბრიუსელში კონკრეტულ მაღალჩინოსნებს პირდაპირ სთხოვდნენ ქვეყნის დასანქცირებას, უარმა კი ოპოზიციის სრული დემორალიზაცია გამოიწვია. ეს ინფორმაცია მალევე გავრცელდა ოპოზიციურ არხებზე, პირველ რიგში კი ამბავი უთხრეს ტელევიზიის ხელმძღვანელებს.
„ტვ ფორმულასა“ და „ტვ პირველზე“ სიტუაციას განსაკუთრებით ამძიმებს ის ფაქტი, რომ ჟურნალისტების განწყობა არის რადიკალურად დამძიმებული, რადგან მათ უკვე ხელფასებსაც ვეღარ აძლევენ. მაგალითად, ტელეკომპანია „ფორმულაზე“ ხელფასს იღებს მხოლოდ რამდენიმე წამყვანი სახე და ისიც იმ პირობით, რომ სხვა თანამშრომლები ამას ვერ გაიგებენ. მაგალითად, ანაზღაურებას ურიცხავენ ვახო სანაიას და ნინო ჟიჟილაშვილს, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლებს კი ხელფასი დიდი ხანია არ აუღიათ და, სავარაუდოდ, კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება.
რაც შეეხება „ტვ პირველს“, იქ სიტუაცია გაცილებით დრამატულია, ტელეკომპანიის თანამშრომლების უმრავლესობა არხის დატოვებაზე ფიქრობს. უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობა ვატო წერეთელსა და ეკა მიშველაძეს შორის, რაც დასრულდა იმით, რომ წერეთელმა მიშველაძე სამსახურიდან გააგდო. ამჟამინდელი მდგომარეობით, ნოდარ მელაძე ცდილობს, ვატო წერეთელი დაარწმუნოს და გადაწყვეტილება შეაცვლევინოს. ტელეკომპანიას, ასევე, ფინანსური კრიზისი აქვს მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძემ არხის დაფინანსებაზე უარი თქვა.