დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გარდაცვლილი ახალგაზრდა პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს და შვილს 25 წლის იუბილეს ულოცავს.
"დე, ჩემო პირმშოვ და პირველო სიხარულო, გილოცავ იმიერში 25 წლის იუბილეს, ჩემო ამ წუთისოფლის ამაოებით შეპყრობილების ზვარაკად შეწირულო კრავო, იმიტომ ვარ ცოცხალი და გაჭედილი ცასა და მიწას შორის, რომ მოვესწრო უფლის სამართალს ურმით მოსიარულეს. მადლობა უფალს, შენი დედობა რომ მარგუნა. მიყვარხარ მარად. შეხვედრამდის", - წერს თეონა თამაზაშვილი.
პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა. პროკურატურის ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.