მედიაში გავრცელდა კადრები, რომელიც შონ DIDDY კომბსის დაკავებამდე ერთი საათით ადრეა გადაღებული
1727950620
ნიკო კვარაცხელიას საცოლე, ანა ბაგდასაროვა იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც მისი რჩეული გაიცნო. ამბობს, რომ ახლა ნიკოს ყველა საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს, თუმცა მის გარეშე მუშაობა ძალიან უჭირს.
„ერთმანეთი საფრანგეთში უნივერსიტეტში გავიცანით. ორივესთვის პირველი დღე იყო. პირველივე დღეს დავმეგობრდით. სულ მხიარული, აქტიური იყო. სულ ვსაუბრობდით, მაცინებდა. feedc-ის იდეა პირველი კურსის ბოლოს ჰქონდა, მუშაობა მაშინვე დაიწყო. იყო 17 წლის, როგორც კი 18-ის გახდა, კომპანია დაარეგისტრირა და ერთად ვმუშაობდით.
იმ დღეს სახლში ვიყავი და მეზობელმა დამირეკა, რომ ჩავსულიყავი. არ დავიჯერე, რომ ნიკო იყო.. ჩავედი. ნიკო იმ დღეს სადღაც, სამ საათზე შეხვედრაზე გავიდა და სადღაც 1 საათში მეზობელმა დამირეკა... შემთხვევა პარალელურ ქუჩაზე მოხდა, შემდეგ საავადმყოფოში წავედი, მე ვერ ვნახე..
ნიკოს გარეშე მუშაობა ძალიან რთულია.. ჩვენ სულ ერთად ვმუშაობდით..“, - ჰყვება ანა ბაგდასაროვა გადაცემაში „ბაიასთან“.