„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
ძმებ კაკულიების დაკავებასთან დაკავშირებით ნიკო კვარაცხელიას დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს.
იზა კვარაცხელია წერს, რომ ემოციურად რთული დღე აქვთ, ვინაიდან დააკავეს მისი შვილის მკვლელობის საქმეში დამკვეთებად დასახელებული ძმები. ის მოუწოდებს ყველას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან.
ადვოკატის განცხადებით, დაკავებულები დუმილის უფლებით სარგებლობენ და ბრალთან დაკავშირებით დეტალებზე არ საუბრობენ.
„საქმის მასალებს არ ვიცნობთ, ჯერ არ გადმოუციათ. საქმის მასალების გადმოცემაზე ახლა მივმართე პოლიციის შესაბამის განყოფილებას. როგორც ვიცი, ზეპირსიტყვიერად დაკავებულები არიან ბრალდებულები იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, როდესაც მათ შევხვდი და ვესაუბრე, იყენებენ დუმილის უფლებას და არ აღიარებენ ბრალს. აცხადებენ ასეთ რაღაცას, რომ თვალითაც არ უნახავთ ის იარაღი, რომლის შეძენა-შენახვაშიც სდებენ მათ ბრალს," - აცხადებს გუგა და დავით კაკულიების ადვოკატი გიორგი ანთაძე.