ოქტომბერში ამ ზოდიაქოს ნიშნების ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება
1728128105
დაზიანებული სახლები, ავტომობილები და შეწყვეტილი ელექტროენერგია - ძლიერმა ქარმა ეს შედეგი სამეგრელოს მოუტანა. ადგილობრივები, რომლებიც სტიქიას ოთხი დღეა ებრძვიან, ახლა ზარალის დათვლას და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას ელიან.
რეგიონში ზარალს უკვე ითვლიან, აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებიც, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ამინდის გამო მიყენებული პრობლემების მოსაგვარებლად ზუგდიდში სპეციალური საგანგებო სხდომაც მოიწვიეს.
ძლიერმა ქარმა დააზარალა იმერეთიც. ადგილობრივებს დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლები, მწყობრიდან გამოვიდა ელექტრო გადამცემი ხაზები და გაზის მილები. ამ დრომდე დენისა და ბუნებრივი აირის გარეშე ასობით ოჯახია დარჩენილი.
ზარალს ითვლიან გურიაშიც, სადაც სტიქიამ 1 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რეგიონის რწმუნებულის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ელექტრო ენერგიის გარეშე მხოლოდ რამდენიმე ოჯახია დარჩენილი, გაზის მიწოდება კი სამივე მუნიციპალიტეტში ყველა მცხოვრებს აღუდგა.
4-დღიანი ძლიერი ქარის შემდეგ, ახლა სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას ვარაუდობენ. მათი პროგნოზით, უკვე ხვალიდან ქარი ჩადგება და 20 იანვრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
საქართველოში ძლიერი ქარი ე.წ. ციმბირის ანტიციკლონმა გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხვალიდან გამოიდარებს სინოპტიკოსების პროგნოზით რამდენიმე დღე აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ იქნება ყინვები.