„დავითს გლოვის ნაცვლად, ენდომებოდა, რომ...“ - სან-დიეგოს უნივერსიტეტი დავით ბერიაშვილზე წერს

დავით ბერიაშვილი

დადასტურდა, რომ რაჭაში მომხდარი ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლი დავით ბერიაშვილია. მისი მეგობრები ამბობენ, რომ ყველაფერზე შეეძლო ხუმრობა, მათ შორის საკუთარ სიკვდილზეც... რა სამწუხაროა, რომ ამ ფოტოს დადებიდან ზუსტად 6 თვეში, საქართველოს სამოთხეში ჩაიკარგა...მისი ბოლო პოსტი ეძღვნება თავისუფლებას... მშვიდად განისვენე...",- წერს ტასო მოდებაძე.

სან-დიეგოს უნივერსიტეტი დავით ბერიაშვილთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„რაჭის ტრაგედია უამრავ ოჯახს შეეხო საქართველოში, და სამწუხაროდ, არც სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აღმოჩნდა გამონაკლისი. 3 აგვისტოს ჩვენც დავკარგეთ ჩვენი პატარა ოჯახის მნიშვნელოვანი წევრი. დავით ბერიაშვილი კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებული იყო, თუმცა ეს მისი პროფესიული ცხოვრების მხოლოდ ერთ-ერთი როლია. მისი მიღწევების, თუ გამორჩეული იუმორის დამსახურებით, დავითს იცნობს და აფასებს მრავალი ადამიანი და სრულიად საზოგადოება.

მისი პიროვნებიდან გამომდინარე, დავითს გლოვის ნაცვლად, ენდომებოდა, რომ გაგვეხსენებინა ის, როგორც ადამიანი და მეგობარი. სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს პატარა ოჯახს ყოველთვის ემახსოვრება მისი ცხოვრება და მიღწევები და დათუნა ყოველთვის დარჩება ჩვენს გულებსა და გონებაში.

თანავუგრძნობთ მის საოცარ დედას, იას, რომელიც მის აკადემიურ ცხოვრებაში საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული. დავითის ოჯახის, მეგობრების და ახლობელი ადამიანების მანუგეშებელი სიტყვების პოვნა წარმოუდგენლად რთულია, თუმცა, დავითი ალბათ ამასაც მოახერხებდა.

თანავუგრძნობთ რაჭის ტრაგედიის ყველა მსხვერპლის ოჯახს და ახლობლებს და მთელ საქართველოს...“ - ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.

ასევე ნახეთ:

VIDEO: როგორ დატოვა კალაძის ოჯახმა შოვი სტიქიამდე - კადრები

PHOTO: „იქნებ გამოუჩნდეს პატრონი“ - სტიქიის ეპიცენტრში პირად ნივთებს პოულობენ

წყვილმა რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, ქორწილი გააუქმა - რას ამბობს სოფლად გადასახლებული ცნობილი ბლოგერი

„წავიდა ყარალა...“ - სტიქიას შეწირული ბიჭის ამბავი, საქობოს სკოლიდან სორბონის უნივერსიტეტამდე